დიტო სამხარაძის მაგალითზე გია ხუხაშვილი “ხელისუფლების კულუარებში ჩაბუდებულ ანტისემინიზმზე” მიანიშნებს

“ოცნების” დეპუტატის დიმიტრი სამხარაძის ჯერჯერობით არაავთენტური აუდიოჩანაწერის გამო სოციალურ ქსელებში გამოთქმულ აღშფოთებას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც უერთდება და წერს, რომ “ეს არ არის ერთი კაცის პრობლემა” და მიანიშნებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების კულუარებში ჩაბუდებულ ანტისემინიზმზე.

გია ხუხაშვილის თქმით:

“თავი რომ გავანებოთ პოლიტიკურ ორიენტაციას, ავტორიტარულ მიდრეკილებებს, უზრდელობას, სიხარბეს, გაუნათლებლობას, უკიდურესად ბინძურ ბილწსიტყვაობას, პირადად უკრაინაში მებრძოლი მეომრებისა და ამ ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ აგრესიას, მთელი ებრაელი ხალხის ამ მისი აზრით დამაკნინებელი, ზიზღნარევი ეპითეტით მოხსენიება პიროვნული და პოლიტიკური უგუნურობის და დეგრადაციის თვალსაჩინო ნიმუშია.

ეს არ არის ერთი კაცის პრობლემა, ეს მთელი ხელისუფლების პრობლემაა და აჩვენებს მის კულუარებში ჩაბუდებულ ანტი-სემიტიზმს.

ჩემთვის, როგორც დედით ქართველის და მამით ებრაელისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ჩემში განსხეულებულ ორი ერის ათასწლოვან სიყვარულს და ერთობას აყენებს შეურაცხყოფას.

დღეს ისრაელი ბოროტებასთან ომშია ჩაბმული…

გამარჯვება ისრაელს, გამარჯვება უკრაინას და რაღა თქმა უნდა, გამარჯვება საქართველოს!”, – წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, სავარაუდოდ, დიმიტრი სამხარაძე უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა:

აუდიოჩანაწერი: დიტო სამხარაძე ქართველ მებრძოლებს აგინებს და “მედბრატებს” უწოდებს

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, რათა უცხოელმა მოქალაქეებმა ირანის დატოვება შეძლონ
შემდეგი სტატიაელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს-დედაო თეკლა (კუბლაშვილი)მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსს ,მეუფე გიორგის(ჯამდელიანი) გამოკეტილი ყავს შინაპატიმრობაში