დიტო სამხარაძე – ოცნების უკანასკნელი ამოსუნთქვა?!

მას შედეგ, რაც „თაიმერმა“ გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ კასპში ერთ-ერთი დამფუძნებლის ია ქვლივიძის ინტერვიუ, სადაც მან ამხილა პარტიის რეგიონების „ზედამხედველი“, დეპუტატი დიტო სამხარაძე, “ქოცებს” რატომღაც ეწყინათ და ეტკინათ კიდეც! თურმე დიტო იმდენად კარგი ადამიანია, ვიღაცეები ცილს სწამებენ, კონკრეტულად ია ქვლივიძეს კი „სკამი“ არ აღირსეს და ამიტომ გაბრაზდა, ამიტომ დაუპირისპირდა სამხარაძეს.
ჩვენ სადავოდ არ ვხდით დიტო სამხარაძის არც კაი კაცობას და არც უკიდეგანო პატრიოტიზმს. ეჭვქვეშ არ ვაყენებთ მისი ნათესავების და ახლობლების განათლებას და არც ნეპოტიზმად მიგვაჩნია ის, რომ ერთმა პატიოსანმა სამხარაძემ, უამრავი ასევე პატიოსანი სამხარაძე მოიყვანა ხელისუფლებაში, მერე რა რომ ყველა სკამოსანი სამხარაძე, დიდსკამოსანი სამხარაძის უახლოესი ნათესავები არიან?! კანონით დედაც კი არაა ოჯახის წევრი და დიდი ამბავი მაგალითად, ძმას, დას, ბიძაშვილს, სიძეს, ბიძაშვილის ცოლსა თუ ქმარს, ამ სიდედრ-სიმამრს, ვინმე სადმე თუ დანიშნავს! ადრე მხოლოდ ნაცების ნათესავები იყვნენ „ცვეტში“, ახლა ქოც-ნაცები არიან მოდაში.
დიახ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ინტერვიუმ. სამხარაძის მომხრეების გნიასმა კი აი, ის საირმის ტყე გამახსენა, გადიდკაცებამდე სეთური რომ მუშაობდა და „კალოშებიდან ამომხტარი“ „დიდი კაცის“ სეთურის „ფილოსოფია“: „ხალხს დღედაღამ შენი სახელი უნდა აძახებინო და Sენი ქება გააგონო და საკუთარი პირით ათქმევინო… ხალხს თუ უთხარი – ადამიანი ხარო, რას გეტყვის, თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია, შენი მაგივრობა გავწიო და გამოდი მაქედანო. გამოხვალ, დაჯდება სენს მაგიერ და გაუბედურდება. ცხენი და სახედარი ხარ-თქვა, უნდა ელაპარაკო! ადვილად იჯერებენ ამას. თვითონაც იციან, ასე რომაა, იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. ასეა ეს, მარა პირდაპირ არ უნდა ელაპარაკო, შეპარვით უნდა უთხრა, ქარაგმით“.
„თაიმერი“ უკომენტაროდ გთავაზობთ ჩვენი რესპოდენტის ია ქვლივიძის ორ მიმართვას და ასევე, ქალბატონი ქეთევან ივანაშვილის საჯარო სივრცეში გაკეთებულ ერთ კომენტარს, რომელიც, ჩვენი აზრით ძალიან საინტერესოა:
ქეთევან ივანაშვილი: “მოდი და ნუ გაგეცინება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს სწორედ დიტო სამხარაძის მიერ ხდებოდა ნაცების ჩასმა პარტიულ სიაში, ყველა რაიონის სიის ხუთეულში მეოთხე ადგილი ნაცის იყო. თან როგორი განმარტება მოყვებოდა, ხელშეუხებელია გადანაცვლებას არ ექვემდებარებაო. ვინ გაბედავდა და შეეხებოდა. ჩამოვთვალო რამდენი რაიონებიდან მირეკავდნენ და მწერდნენ? გაკვირვებული მეკითხებოდნენ რა ხდება იქნებ თქვენ აგვიხსნათო.ეს დიტო ვის მხარეზეაო? ყველა ეთგული ადამიანი უკანა პლანზე გადაწიეს და ნაცები ჩაისვა სიებშიო. კონკრეტულად სამტრედიის რაიონის მაგალითს გეტყვით, სადაც მეოთხე ნომრად მწარე ნაციონალი ვინმე ზაქრაძე ყავდა ჩასმული უჩა მამაცაშვილის სახელით.უჩას კაცია და ხმა არ ამოიღოთო. აწრიალდა ოცნების ე. წ. “ჯარისკაცები” კი არა, მართლა ის ხალხი 2011 წლის 7 ნოემბრიდან ბიძინას გვერდით დადგომა რომ არ შეშინებია. სამსახურში მაკითხავდნენ გამწარებულები. იმდენად აღშფოთებულები, რომ ძალიან ცუდად მოიხსენიებდნენ უჩა მამაცაშვილს. მეც გამიკვირდა, ვერ დავიჯერებ უჩა ასეთ საქმეებში ერეოდესთქო. ჩემის მხრიდან არასწორი საქციელი იქნებოდა ეს რომ არ გამერკვია. უჩას დას მივწერე ასეთი ამბებია სამტრედიაში და არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ყველაფრის უკან უჩა დგას, მან უნდა იცოდეს მისი სახელით რას აკეთებენთქო. ცოტა ხანში პასუხიც მივიღე: კატეგორიულად გააფრთხილე ყველა, ვინც კი ჩემს სახელს ბოროტად იყენებს სიიდან ამოიღონ ადამიანი, რომელსაც არც ვიცნობ და ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ მაქვსო. ნუ მაიძულებენ მე ჩავერიო,თორემ ცუდად ჩავერევიო. უჩას პასუხი ყველას გავაცანი, მაგრამ ზაქრაძე ისევ სიაში იყო. ვიდრე თავად არ დავურეკე დიტო სამხარაძეს, ვიდრე სიტყვა სიტყვით არ გადავეცი რაც შემოთვალა უჩა მამაცაშვილმა ის ზაქრაძე სიიდან არ ამოიღეს. ნაციონალების შპიონებში რომ არ მოვიაზრები ამის ახსნა არ გჭირდებათ. ყველა ძალიან კარგად ხედავდა თუ როგორ ხდებოდა ბიძინას ერთგული ხალხის გარიყვა და მათ ადგილზე ნაცების ჩანაცვლება”.
ია ქვლივიძე: „ბატონო პრემიერო, ( მე პირადადაც მოგმართედ და აქაც დაგიწერთ) ძალიან გთხოვთ, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა პირად კონტროლზე აიყვანოთ ჩემი საქმე. რამოდენიმე დღის წინ ჩემი გულისტკოვილი გამოვხატე პარლამენტარ და ამავდროულად პარტიული თანამდებობის პირის, დიმიტრი სამხარაძის პირად ფეისბუქ გვერდზე,სადაც მან სტატუსი ოცნების ,,ნამდვილ ” ჯარისკაცებს მიუძღნა. მე დავუწერე კომენტარის სახით, რომ რეგიონებში არასწორი საკადრო პოლიტიკის გამო ყველა საკვანძო თნამდებობას ნაცები იკავებენთქო. ხაზი გავუსვი კასპის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნულ მერის ნათულის მამას, ირაკლი ნონიკაშვილს, რომელიც 2012-წლამდე კულტურის სამსახურის უფროსად მუშაობდა მერიაში. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ნონიკაშვილი და მისი მეუღლე ყოველ თვიურად იღებდნენ პრემია დანამატებს. ამ კომენტარის გაკეთების შემდეგ გუშინ კი დამირეკა ჩემთვის უცნობმა პირმა 5 77 52 23 52 ნომრიდან და დამემუქრა განადგურებით. პირადად მე შიში არ ვიცი რა არის და ეს 2012-შიც დაინახეს ჩემმა თანამებრძოლებმა!!! როგორც გაირკვა, ნომერი ეკუთნის კასპის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს ირაკლი ნონიკაშვილს.ამ ყველაფრის შემდეგ სოცილაურ ქსელში მიდის ჩემი ლანძრვა დიმდიტრი სამხარძსის თნამშრომლების, მეგობრებისა და ტროლების მიერ. მიწოდებენ მოღალატეს,ოცნების მტერს და ა.შ . არ აპელირებენ მთავარზე, რა არ მომწონს მე და კიდევ მრავალს კასპის რაიონულ ორგანიზაციაში. აქტივმა პარტიულ თანამებრძოლებთან და თავად დიტო სამხარაძესთან მრავალჯერ დავსვით ის მწვავე საკითხები, რაც პარტიას ანგრევდა და რეიტინგს დაბლა უწევდა რეგიონებში!!! ამჟამად დიტო სამხარაძის მიერ ფბ-სივრცეში შემოჭრილი ადამიანები ცდილობენ გადაფარონ მთავარი და ბრალს მდებენ, თითქოს მე ვერ მივიღე საკრებულოს წევრობა და ესაა ჩემი გაღიზიანების მიზეზი, რაც ცხადია სიმართლეს არ შეესაბამება. ბატონო მამუკა,ძალაინ გთხოვთ, დაინტერესდით ვინ მართავს ჩვენს პარტიას დღეს.ნეპოტიზმი ყვავის, გაქოცებულმა ნაცებმა გადაგვთელეს,იქნებ დაინტერესდეთ რის საანცვლოდ? პატივისცემით, ია ქვლივიძე, კასპი“.
ია ქვლივიძე: „ბატონო ბიძინააა, ეს არაა ჩვენი ,,საოცნებო” მთავრობა! სრული ქაოსია ქვეუანაში შექმნილი, დასკვნების გაკეთება არ გაგიჭირდებათ! შვილმკვდარი მამა 6 თვის მანძილზე იხვეწება მთავრობიდან ვინმეს მოესმინა მისთვის, ყურად არავინ იღო! სამართალი ვერ იპოვა ადამიანმა! …ახლა დგანან და ,,ღლიცინებენ” თურმე ნაცები შენიშნეს აქციაზე… რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ვინ დაუდგება გვერთში სასოწარკვეთილ კაცს!!! (არ გაბედოთ მისი ლანძღვა) შერჩევითმა სამართალმა სადამდე მიგვიყვანა ხედავათ ხომ?! შიგნიდან,,ქოცებმა” გარედან ,,ნაცებმა “საკმაოდ ჭკვიანურად შემოაბრუნეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ! მთავრობა ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე! აი ეს მოგვიტანა კოჰაბიტაციამ! პარტია გაიწმინდა მიზანმიმართულდ 2012-ისგან, შემთვევითი ხალხი წამოგვასვეს თავზე! ნეპოტიზმი ჰყვავის ქვეყანაში! ესაა ,,ნაც-ქოცური” სამართალი! დროულად გადაახალისეთ მთავრობა! ჩვენ, თვენ გამოგყევით ბრძოლაში და არა იმ ხალხს დღეს ვინც ჩვენს ბედს წყევტენ! სწორედ ამ ჩინოვნიკებმა თვენი რეიტინგი ნულამდე დაიყვანეს! იფიქრეთ ამ ტალღის ,,გადაგორებაზე”…საით მივდივართ?! ასეთ საქართველოზე არ გვიოცნებია 2011-12ში!!!“
დაბოლოს, უამრავი ადამიანი გვიკავშირდება, გვწერს ამ თემაზე, უამრავი ადამიანი ადანაშაულებს დიტო სამხარაძეს „ნაცების გაჯეჯილებაში“, კონკრეტულ მაგალითებს გვიყვებიან, ყველას გამოქვეყნება ვგონებთ არაა საჭირო, თუმცა „სამხარაძისტეები“ თუ არ დაოკდებიან და „თაიმერის“ დისკრედიტაციას თავს არ დაანებებენ, რა პრობლემაა, ყველა მამხილებელ წერილს გამოვაქვეყნებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლით საკმარისი გამოვაქვეყნეთ სამხარაძის ქმედებებმა რომ დააფიქროს ვინმე „იქ, ზემოთ“.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში განადგურებულია საფლავები (ფოტოები)
შემდეგი სტატიაარაერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას…