დიტო საძაგლიშვილი: ეს იყო წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილების გამოცხადება სასამართლოს შენობაში

“ეს არ იყო სასამართლო გადაწყვეტილება, ეს იყო წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილების გამოცხადება სასამართლოს შენობაში. არ ყოფილა პრეცედენტი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დაეპატიმრებინოთ, დღეს ეს პრეცედენტი შეიქმნა.

ნიკა მელია დააპატიმრეს გავრილოვის გაპროტესტების გამო და ქართული ოცნების ხელისუფლებამ პირნათლად შეასრულა გავრილოვის მითითებები და კრემლის მოწოდებები, დასჯილია ადამიანი რომელიც ერთ ერთი იყო გამპროტესტებელთა შორის” – ამბობს ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი კონდახაშვილი: სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას
შემდეგი სტატიასასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა