“გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, რომ საწვავის გაძვირება ასახული არის დღესდღეობით პროდუქციაზე, მაგრამ ეტაპობრივად კიდევ უფრო მოხდება ასევე ასახვა უახლოეს პერიოდშიც. უბრალოდ კომპანიები ყოველთვის ცდილობენ, რომ ფასთან ცვლილება არ იყოს ხშირი. ეს აფრთხობს მომხმარებელს და მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც მსყიდველთუნარიანობა მოსახლეობის დაბალი არის, ეს პირდაპირ მოქმედებს გაყიდვებზე. მაქსიმალურად ცდილობენ, მათ შორის, რომ რაღაცა ნიშნული დაიჭირონ, რომლის მიხედვითაც ვთქვათ, დააზღვევენ ამ რისკებს და რა თქმა უნდა, არ იზარალებენ. უბრალოდ, იმდენად ცვალებადია ნავთობის ფასი და იქიდან გამომდინარე ის ფასთა ცვლილება, რომელსაც ახორციელებს თუნდაც საერთაშორისო მომწოდებელი თუ საერთაშორისო გადაზიდვიდან და შიდა ლოგისტიკური გაზრდილი ხარჯიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში კომპანიებმა არ იციან თუნდაც რა ნიშნულით მოახდინონ გაზრდა და ეს თან დაკავშირებულია ტექნიკურ საკითხებთან, იმიტომ რომ ქსელებთან ურთიერთობაში ამის ასახვა მაინც ისედაც ეტაპობრივად ხდება, ეს გარკვეულ პროცედურებთან არის მათ შორის დაკავშირებული.
[ასახვის ვადები] რა თქმა უნდა, ინდივიდუალური არის, მით უმეტეს სწრაფ ბრუნვად პროდუქციაზე შედარებით უფრო მალე ხდება ყოველთვის ასახვა, ნებისმიერი ფასის კორექტირების მიმართულებით, აქ უბრალოდ ერთ-ერთი მოცემულობა რაც გვაქვს, როდესაც საერთაშორისო მომწოდებლები ახორციელებენ ცვლილებას, ისინი წინსწრებით ახდენენ გაფრთხილებას, გარკვეული ტიპის შეტყობინებები ამასთან დაკავშირებით მიიღეს კომპანიებმა, რომ ფასის კორექტირება მოხდებოდა. არც საზღვარგარეთის საერთაშორისო ბრენდის პოზიცია არ არის, რომ სწრაფად ცვალოს ფასი და ძალიან იშვიათად, რომ წლის ჭრილში დადგენილი ფასი გადახედოს და შეცვალოს, თუ გლობალური პრობლემა არ დგას. და დღეს ის მოცემულობა გვაქვს, რომ გლობალურად ნავთობის ფასი ისე მნიშვნელოვნად მერყეობს, მათთვისაც ეს გახდა აუცილებელი, რომ ცვლილებები შეეტანა. რაღაც პროდუქციაზე, როგორც აღვნიშნე, ასახულია, რაღაცა ეტაპობრივად ისახება და უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტად ხელშესახები შეიძლება გახდეს მომხმარებლისთვის, იმ ფონზე, თუ ეს ვითარება გაგრძელდა, რაც გვაქვს” ,_ ამბობს BMG-სთან ინტერვიუს დროს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე.

















