11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

დისტრიბუტორების განცხადებით, კომისიის რეკომენდაციები ფასებს სწრაფად ვერ შეამცირებს

დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ფასების კომისიის მიერ შემუშავებულმა რეკომენდაციებმა შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზარი დაარეგულიროს, თუმცა მას ფასების შემცირებაზე მოკლე ეფექტი ვერ ექნება.

მათივე შეფასებით, ბაზარზე მიმდინარე პროცესები უკვე წლების განმავლობაში ვითარდება და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოება ბუნებრივი და გარდაუვალი ეტაპია, რომელიც თანდათანობით ყველა მონაწილეს შეეხება.

,,ბაზარი ისე ვითარდება წლების განმავლობაში ამ მიმართულებით, რომ როგორც სადისტრიბუციო ქსელის წარმომადგენლები, ასევე საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების წარმომადგენები ლოგისტიკურ ცენტრებს აფართოებენ და ეს გარდაუვალი პროცესია და საბოლოოდ, აქამდე ისედაც მივალთ. ის, თუ რა ზეგავლენას მოახდენს მთლიანად ფასზე უფრო მასშტაბური ლოგისტიკური ცენტრის არსებობა, ეს ცალკე მსჯელობის საკითხია. რა თქმა უნდა, დადებითს მოახდენს, მაგრამ არა ისეთ მნიშვნელოვანს ალბათ, რამაც შეიძლება მომხმარებლისთვის ხელშესახები გახადოს ფასის ცვლილების ნაწილი. ის მარეგულირებელი კანონმდებლობა, რაზეც არის საუბარი, რეალურად, ხელს შეუწყობს სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას, რაც საბოლოოდ, ფასების სტაბილურობას უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე მოკლე ეფექტში მის გაიაფებას, – აცხადებენ დისტრიბუტორთა ასოციაციაში.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნას ეხმაურება
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის მილი მეჯლისმა „ევროპარლამენტის აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმიანობასთან დაკავშირებით“ გადაწყვეტილება მიიღო