დისკრიმინიაცია ღამის კლუბში-ქართველი მამაკაცების შეშვებასთან დაკავშირებით პრობლემებს მენეჯერები უარყოფენ

პრობლემებს ქართველი მამაკაცების ღამის კლუბში შეშვებასთან დაკავშირებით უარყოფენ ვარდების მოედანზე მდებარე გასართობი დაწესებულების მენეჯერები.

პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ისინი ამბობენ, რომ მათ დაწესებულებებში არც პროსტიტუციის ფაქტები ფიქსირდება.

მათი მტკიცებით, ღამის გასართობ კლუბებში ასაკობრივი შეზღუდვები მოქმედებს და ამის გადამოწმება ძალოვან სტრუქტურებს არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებითაც შეუძლიათ. ღამით კლუბებმა მუშაობა გუშინ ჩვეულებრივ დროს დაიწყეს.

“ოდნავი ეჭვი თუ გახდება იმისა, რომ ადამიანი არის არასრულწლოვანი, სულ ერთია იქნება ეს ბატონი, ქალბატონი, ქართველი უცხოელი, არ არსებობს ერთ ფაქტიც ჩემი აქ მუშაობის პერიოდში, თითქმის ორი წელია აქ ვარ, რომ ვინმე ჩამოვიდეს,“-აცხადებს ბანკ კლუბის მენეჯერი ლელა მოსეშვილი.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო ბრიფინგი ენმ-ში – შესაძლოა დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა გამოცხადდეს
შემდეგი სტატიაყალბი 50 და 100-ლარიანი ბანკნოტების გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს