17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“დიქტატურის კანონმდებლობა”-თინა ხიდაშელი

“დიქტატურის კანონმდებლობა” – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი “ქართული ოცნების” მიერ ე.წ. გრანტების კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას.

მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი “სიგიჟეებს საუბრობს”, თუმცა მიუხედავად ამისა ხიდაშელის შეფასებით, 3 წელია კანონებს იღებენ თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების გასანეიტრალებლად, გასანადგურებლად, თუმცა ისინი მაინც ვერ “ამოქოლეს”.

ენით აუწერელი სიგიჟეები ილაპარაკეს. რაც მოვისმინეთ ახალ ცვლილებებზე ჩვეულებრივი დიქტატურის კანონმდებლობაა, მაგრამ მგონი სხვაგვარად უნდა შევხედოთ.

3 წელია კანონებს იღებენ თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების გასანეიტრალებლად, გასანადგურებლად.

3 წელია კანონებით დაგვდევენ და აგერ 2026იც იმით დაიწყეს რომ ვერ ამოგვქოლეს, ვერ გაგვაქრეს და აბა ვინ რა სიგიჟეს მოიფიქრებს ამჯერად ….

ხოდა არ იქოლება, არ ქრება

თავისუფლების სიყვარული

არც სამშობლოს სიყვარული ქრება და ამოიქოლება

არც თავდადებას და საკუთარი რწმენის და იდეალებისთვის ბოლომდე ბრძოლას აქვს სასრული

PS საუკეთესო ნაწილი მაინც ის არის

– ნებისმიერი პირის, ნებისმიერი პირისთვის

და ესეც

– რამე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას

ამაზე უარესი რა უნდა დაემართოთ ნეტავ”- წერს ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 2 506 978 300 ლარს შეადგენს
შემდეგი სტატიამარტა კოსი: მე არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს და მოქმედებს