ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი, ირანის მიერ საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის შემდეგ ამბობს, რომ ისეთ დიქტატორს, როგორც ალი ხამენეია, რომელსაც ისრაელის განადგურება სურს, არა აქვს არსებობის უფლება:
“დიქტატორს, როგორიც ხამენეია, რომელიც ირანისნაირ ქვეყანას მართავს და გაცხადებულ მიზნად დაისახა ისრაელის სახელმწიფოს განადგურება, ეს არის საშინელი მიზანი ისრაელის განადგურების, ასე გაგრძელების ან არსებობის საშუალება არ უნდა ჰქონდეს,” – თქვა მან.
შეგახსენებთ, გუშინდელი შეტევის შედეგად ისრაელში ასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 6 – მძიმედ. ბალისტიკურმა რაკეტამ საავადმყოფოს რამდენიმე სართული ჩაანგრია.