“ტიპმა არჩევნების წინ ღიად დაანოსა დიქტატურა. თქვა, რომ არსებულ ოპოზიციას გაანადგურებდა და ახალს, მისთვის მისაღებ ოპოზიციას შექმნიდა, რომელიც ასევე მის ინტერესებს მოემსახურებოდა. ახლა ვდგავართ და იმ ტერმინებით ვაპროტესტებთ მოცემულობას, რომელზეც ალბათ იუმორის არმქონე ივანიშვილიც გულიანად იცინის. არჩევნები არ იყო დემოკრატიული და სამართლიანიო. რომელ დიქტატორს ჩაუტარებია სამართლიანი არჩევნები? ხელისუფლება არალეგიტიმურიაო. მაჩვენეთ მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში დიქტატორი, რომელსაც ლეგიტიციის საკითხი აღელვებდა. დასავლეთი არ აღიარებს ამ ხელისუფლებასო. ივანიშვილი კარგა ხანია არ აღიარებს დასავლეთს პარტნიორად. დღევანდელი სხდომა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებაო. ყველა კონსტიტუციური უწყება ქვეყანაში მხოლოდ ივანიშვილს თვლის უზენაეს ხელისუფლად , თან გაცხადებულად . მოცემულობის ადეკვატური ტერმინებით შეფასება მაინც უნდა შეგვეძლოს, რომ იქიდან გამოსავალი ვიპოვოთ. დიქტატორს კონსტიტუციის მუხლებით არავინ ელაპარაკება. დიქტატორს ან ემორჩილებიან ან ყველა რისკის ფასად ამხობენ”,-წერს ლელა ჯეჯელავა