დიქტატორები ბრუნდებიან და მათი მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება – ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალაბამას შტატში მდებარე იარაღის მწარმოებელ ქარხანაში სტუმრობისას პერსონალს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იარაღი, რომელსაც ისინი აწარმოებენ გმირ უკრაინელებს გადაიცემა. Lockheed Martin ქარხანაში ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მზადდება.

“თქვენ [ქარხნის თანამშრომლებს] უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვის საშუალებას აძლევთ, მესამე მსოფლიო ომისა და ამერიკელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნის გარეშე. ამასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში რუსეთის სამხედრო პირების სულელებად გამოგყავთ

[…] თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიიდან გამომდინარე, ისინი ბრუნდებიან, მათი მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება.

ეს ბრძოლა იაფი არ დაგვიჯდება, მაგრამ აგრესიის მიტოვება უფრო ძვირი დაჯდება.” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიყველაფერს გავაკეთებ, რომ ბავშვმა არ იტიროს, თქვენ კი ასობით ადამიანს ტანჯავთ – კადიროვი „აზოვის“ ჯარისკაცებს მიმართავს
შემდეგი სტატიაყაზახეთსა და მოლდოვაში უნდა მოემზადონ რუსული თავდასხმისთვის – დანილოვი