“ამ ჭკვიან კაცს, ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს. როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც პაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, ქოცები მაინც გაიმარჯვებდნენ?
ოღონდ მაშინდელ საერთაშორისო ვითარებაში, მე დიქტატორად ვიქნებოდი გამოცხადებული”,_ ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტოლოგ გია ნოდიას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს შეეხებოდა.
ნოდიას განცხადებით, “რუსეთი ძალიან ღიად ცდილობდა სომხეთის, მანამდე კი მოლდოვის არჩევნებზე გავლენის მოხდენას, იგივე ითქმის უნგრეთზეც, თუმცა უნგრეთზე გავლენის ბერკეტები რუსეთს ნაკლებად გააჩნია. სომხეთში კი რუსეთს სამხედრო ბაზაც აქვს და მისი ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს. მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ამ შემთხვევაში რუსეთმა წააგო.
















