“დიქტატორ ერდოღანზე” განცხადებების შემდეგ თურქეთმა იტალიური პროექტები შეაჩერა

თურქეთის მთავრობამ თურქეთში მდებარე იტალიურ კომპანიებს კონტრაქტები შეუჩერა მას შემდეგ, რაც იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს “დიქტატორი” უწოდა. თურქეთის მინისტრთა კაბინეტმა სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვაკომპანია “Leonardo”-სგან შეაჩერა, შეთანხმების საერთო ღირებულება 150 მილიონი ევრო იყო. მთავრობა ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს. მსგავი განცხადება გაეგზავნა სხვა იტალიურ კომპანიებსაც.

პანდემიამდე თურქეთში 1500-მდე იტალიური კომპანია მუშაობდა. იტალიურ-თურქული ვაჭრობა 17 მილიარდი ევროთი იყო შეფასებული.

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლიაეინთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ გავრცელდა, რომლის დროსაც თურქეთში ოფიციალურ ვიზიტზე მყოფ ევროკავშირის პრეზიდენტს სკამი არ დაახვედრეს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში იტალიის ელჩი გამოიძახა.

banner
წინა სტატიაშიევროპის უნივერსიტეტისა” და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი ხვედელიანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს