დიპლომატიური ომი: რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა – ეს გახდა პასუხი პრაღის გადაწყვეტილებაზე, 18 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ.
კვირა საღამოს რუსეთის სააგრეო საქმეთა სამინისტრომ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი რუსეთის ფედერაციაში ვიტეზსლავ პივინკი გამოიძახა.
“ელჩს პროტესტის შესახებ გადამწყვეტილება გადაეცა, რომელიც ჩეხეთის მთავრობის არამეგობრულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია პრაღაში რუსი დიპლომატიური მისიის თანამშრომლებთან დაკავშირებით ” – რუსული უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჩეხმა დიპლომატებმა რუსეთი დღეს, 19 აპრილს უნდა დატოვონ.

ჩეხეთის გადაწყვეტილება 18 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ დაკავშირებულია 2014 წელს სამხედრო საწყობებში მომხდარი აფეთქებებთან. ოფიციალურმა პრაღამ თითქმის 7 წლის შემდეგ მომხდარში მოსკოვი დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი შეთანხმებაზე – სიმართლე მწარე უნდა ითქვას
შემდეგი სტატიაბათუმში მსუბუქი ავტომანქანა სავაჭრო ცენტრს შეეჯახა