დიპლომატის განცხადებით, ლონდონში საქართველოს საელჩოდან პირადი მოსაზრების გამო გაათავისუფლეს

დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფანიაშვილის თქმით, სამსახურიდან განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკული სტატიების დაწერის გამო გაათავისუფლეს.

„აქ არაფერი ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და არაეთიკური არ იყო, არც პერსონალურ კრიტიკას შეიცავდი ეს ჩემი მოსაზრებები და არც რომელიმე პარტიას უკავშირდებოდა. ჯერ ზეპირად გამაფრთხილა ელჩმა სოფიო ქაჩარავამ, რომ ეს გამოიწვევდა პრობლემებს სამსახურში, ვინაიდან დიპლომატებიდან არავინ წერდა, რაზეც ვუთხარი, რომ არ მიმაჩნია ჩემი გამოქვეყნებული მოსაზრებები პრობლემური იყოს. ამის შემდეგ დაიწყეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც ვერაფერი დაადგინდეს. ის დანოსი, რომელიც საელჩოში დაიწერა, ალბათ საბჭოთა კავშირის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილეს. შესაბამისად, ახლა მოვყევი რეორგანიზაციაში, ესეც მოსალოდნელი იყო იმ ოინბაზობის ფონზე, რასაც ზალკანიანის უწყება ატარდება ბოლო თვეებში“, – ამის შესახებ ფანიაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ფანიაშვილი დიდ ბრიტანეტში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, მას საქმიანობის შესრულის ვადა 1 მაისამდე აქვს, რის შემდეგაც გაათავისუფლებენ დაკავებული თანამდებობიდან.

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი: ვაქცინაციისას ფილერთან დაკავშირებული რეაქცია უკიდურესად იშვიათია
შემდეგი სტატიავინ არის დავით ხიდაშელი – გარეჯის, იგივე რუსული საქმე – ელენე ხოშტარიას ახალი საგამოძიებო ვიდეო