29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობა თამარ ბერუჩაშვილმა დაიკავა

დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

„თამარ ბერუჩაშვილი ასევე იკავებდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს. 2022 წლიდან გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშროშა-რიკოთის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილის ხრამში გადავარდნის შედეგად 32 წლის მძღოლი დაიღუპა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: რუსეთი ანაკლიის პორტის მშენებლობას მხოლოდ საკუთარი კონტროლის პირობებში დაუშვებდა