დიპლომატი და ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა – აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე

დიპლომატი და ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა - აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე

braizრამდენიმე დღეში საერთაშორისო თანამეგობრობას სამწუხარო თარიღის აღნიშნვა მოუწევს — საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავისა. ამ კონფლიქტისა და მის ჭრილში შემდგომ განვითარებული მოვლენების, კერძოდ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ისტორიულ გაკვეთილებს ეძღვნება საუბარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანთან, სადღეისოდ კი – ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council, ვაშინგტონი) უფროს მეცნიერ-თანამშრომელ მეთიუ ბრაიზასთან.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამწუხარო გაკვეთილად ბრაიზა იმას მიიჩნევს, რომ «რუსეთს შეუძლია, კვლავაც პრაქტიკულად დაუსჯელად გაატაროს სამხედრო ავანტიურების პოლიტიკა და არ ეშინოდეს სამომავლო შედეგების». «მეჩვენება, – აგრძელებს დიპლომატი, – რომ არსებობს პირდაპირი კავშირი, ერთის მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების რეაქციასა და მეორეს მხრივ, პუტინის დაუსრულებელ სამხედრო ავანტიურიზმს, უკრაინაში შეჭრასა და ყირიმის ანექსიას შორის».

მეთიუ ბრაიზა პრობლემის სხვა მხარეზეც ამახვილებს ყურადღებას. «საქართველოს სწრაფმა და დამაჯერებელმა პასუხმა სერიოზული ზიანი მიაყენა რუსულ ჯარს, – კონსტატირებს დიპლომატი, – და ამან პრეზიდენტ პუტინს სამხედრო სექტორის ღრმა რეფორმირებისკენ უბიძგა».

ამ კონტექსტში ყოფილი დიპლომატი სამხედრო სფეროში მოსკოვის მთელ რიგ ნაბიჯებს აღნიშნავს. «რუსეთმა, – აზუსტებს ბრაიზა, – თავისი ძალები აქ — ბალტიისპირეთის რეგიონის საზღვართან გაშალა, რაც მეორე მსოფლიო ომის დროიდან უპრეცედენტო ნაბიჯია».

საქართველოს პერსპექტივებზე საუბრისას კი ბრაიზა ხაზგასმით აღნიშნავს: «ფართო სტრატეგიული თვალსაზრისით… ევროპულ-ატლანტიკური გზა საქართველოსთვის ღიად რჩება. არაერთხელ მოგვიწია პოლიტიკური განცხადებების მოსმენა, მათ შორის — რამდენიმე წლის წინ პარლამენტში და სულ ახლახანს გაჟღერებული გამონათქვამებისაც, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი დასავლეთის ქვეყნებს შორის და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაშია».

მეთიუ ბრაიზა აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკისა და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების დღის წესრიგში საქართველოსა და მთლიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონის ადგილის თემასაც შეეხო. მისი აზრით, ამიერკავკასიის რეგიონი დღეს ამ კონტექსტში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით, თუ ამჟამინდელ სიტუაციას ბუშის დროინდელს შევადარებთ.

აშშ-ში არსებული წინასაარჩევნო ვითარების კონტექსტში მან რესპუბლიკელი კანდიდატის — დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური განცხადებები გააკრიტიკა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის მიერ ნატოს წესდების მე-5 მუხლის დაცვას [მუხლისა, რომელიც ავალდებულებს ალიანსის წევრ ქვეყნებს, მოკავშირეები დაიცვან]. ბრაიზამ ვლადიმირ პუტინის მიმართ ტრამპის თანაგრძნობის გამომხატველი განცხადებებიც გაიხსენა და ამასთან, ის მონაცემები აღნიშნა, რომელიც ტრამპის ბიზნესში რუსული სახსრების ჩადებაზე მიუთითებს.

მეთიუ ბრაიზამ დემოკრატი კანდიდატის — ჰილარი ქლინთონიც მხარდაჭერა გამოხატა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ არჩევის შემთხვევაში იგი რუსეთის მიმართ «გადატვირთვის» პოლიტიკის პერიოდისთვის დამახასიათებელისგან განსხვავებულ მიდგომას გამოიყენებს. «ვფიქრობ, – დააზუსტა ბრაიზამ, – რომ იგი შეეცდება, გამონახოს ხერხი რუსეთის დასაბრუნებლად ქცევის იმ სტილთან, რომელიც მას მანამდე გააჩნდა». «ქლინთონი, – ხაზგასმით აღნიშნა ყოფილმა დიპლომატმა, – სანქციების შენარჩუნებას დაუჭერს მხარს, ეს კი ზეგავლენას მოახდენს იმაზე, რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს საქართველოსადმი».

ყოფილმა დიპლომატმა იმაზეც ისაუბრა, რა მნიშვნელობა აქვს ამ კონტექსტში საქართველოს ხელმძღვანელობის პოზიციას. «დარწმუნებული ვარ, – აღნიშნა მან, – შესაძლებელია მეტის მიღწევა, თუ საქართველო მიიღებს მტკიცე გადაწყვეტილებას, იმოძრავოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში უფრო ღრმა ინტეგრაციის მიმართულებით». «ძალზე მნიშვნელოვანია, – დააზუსტა ბრაიზამ, – საქართველომ ახლა მიიზიდოს ვაშინგტონის ყურადღება თავისი მოქმედებით რეფორმების გადამჭრელი წინსვლის მიმართულებით, როგორც ერთხელ უკვე იყო, და გააგრძელოს აშშ-სთან თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. ამგვარად საქართველოს შეუძლია, დაეხმაროს რუსეთის იძულებას, უფრო ცივილიზებულად იქცეოდეს, რაც საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია, გააგრძელოს ისე მოქცევა, როგორც იქცეოდა ბოლო პერიოდში, კერძოდ — იყოს არაჩვეულებრივი პარტნიორი უსაფრთხოების საქმეში, ავღანეთზე იქნება საუბარი თუ ერაყზე. წინ ახალი ამოცანები გვაქვს უსაფრთხოების სფეროში და საქართველოს აქვს, რა შესთავაზოს ამ მხრივ – სირიაში იქნება ეს, თუ სხვა რეგიონში».

banner
წინა სტატიაშირიოს თამაშებისთვის ქართველმა ოლიმპიელმა ირაკლი ბოლქვაძემ დოპინგ კონტროლი ვერ გაიარა
შემდეგი სტატია(video) ჩინეთში კამერამ დააფიქსირა სული როგორ ტოვებს სხეულს