დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება

პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო. შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დიპლომატებთან შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გაცვალეს მოსაზრებები.

„ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო – მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხია და კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. საზოგადოებას აქვს ამაზე ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს, იმ შედეგთან მივიდეთ, როცა საბოლოო ჯამში, ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს მუშაობას ისე, როგორც ეს კონსტიტუციასა და კანონში არის გაწერილი. პირველ შეხვედრაზე მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური და გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია, ერთმანეთს კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ, მჯერა და იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში“ვფიქრობ, არსებობს კომპრომისის სივრცე და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, ვიმედოვნებ, მხარეები მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას”
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ყველა მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი,