მდინარაძე – ფაქტია, რომ ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში, რაც პოზიტიური მოვლენაა

ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური რაც შეიძლება დავინახოთ, ისაა, რომ ღიად პრორუსული ორიენტაციის ძალები საქართველოს პარლამენტში გარანტირებულად არ იქნებიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, ოპონირების ხარისხზეა დამოკიდებული, პრაქტიკაში რას შეცვლის მათი საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა.

„რაც შეეხება სხვა პარტიების დამოკიდებულებას, ალბათ, მათში შეცვლის მესიჯბოქსს და რამე ახალს მოიფიქრებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გააუფასურონ ოპოზიციის წარმომადგენლების პარლამენტში შემოსვლა. ეს ასე იქნება და სხვას არც ველით, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში, რაც პოზიტიური მოვლენაა. არ ვიცი, ოპონირების ხარისხს როგორ და რა დოზით გასწევენ, რომელი თემით უფრო დაინტერესდებიან. მათი ბრიფინგიდან ერთ-ერთი პოზიტიური, რაც დავინახე, საგარეო ორიენტაციის შესახებ მათი აზრის დაფიქსირება იყო. მათი დეკლარირება დღეს იყო ისეთი, რამაც შეიძლება იმის თქმის საშუალება მოგვცეს, რომ ღიად პრორუსული ძალები პარლამენტში არ და ვერ იქნებიან, ეს უკვე ძალიან კარგი შედეგია. რაც შეეხება შეფარვით პრორუსულ ძალებს, თუ შემოვიდა „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, სამწუხაროდ, შეფარვითი პრორუსული ძალები გვეყოლებიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ახალმა წევრებმა კომიტეტებში გაწევრიანებაზე განაცხადები გააკეთეს
შემდეგი სტატიასებ-მა ლარის ახალი კურსი დაადგინა