„დინამო არენაზე“ რობი უილიამსის კონცერტისთვის სცენის დამონტაჟება იწყება

დღეს თბილისში, „დინამო არენაზე“ ბირტანელი მუსიკოსის, რობი უილიამსის კონცერტისთვის სცენის მონტაჟი დაიწყება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფრომაციით, სცენა სპეციალურად ლონდონიდან ჩამოიტანეს და მის მონტაჟზე 1000-მდე ადამიანი იმუშავებს.

გარდა ამისა, კონცერტისთვის საჭირო მოწყობილობები 20 კონტეინერით ფოთში უკვე ჩამოვიდა და თბილისში ორი სატვირთო თვითმფრინავით გადმოიტანენ.

რობი უილიამსის კონცერტი თბილისში, „დინამო არენაზე“ 27 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარებულ “Airbus a 320-ს” ამ დრომდე ეძებენ
შემდეგი სტატია“ძალიან თვითდამშვიდებასაც ნუ მიეცემიან”- მეჭიაური საპარლამენტო უმრავლესობას აფრთხილებს