დიმიტრიოს კერიდასი – საბერძნეთი მზადაა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყოველმხრივ დაეხმაროს

საქართველოს პარლამენტის საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საბერძნეთში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა საბერძნეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრიოს კერიდასთან, სადაც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე იმსჯელეს.

დიმიტრიოს კერიდასი საქართველოს პროგრესს მიესალმა და განაცხადა, რომ საბერძნეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით, აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარებთან.

შეხვედრას საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დავით დონდუა ესწრებოდა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან. დეპუტატები საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 30 ივნისს დაასრულებენ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს – ოლენა ზელენსკა
შემდეგი სტატიადავითულიანი აცხადებს, რომ სამი დეპუტატის სათქმელი, რის გამოც მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს, საგარეო პოლიტიკას უკავშირდება