დიმიტრი შაშკინი – რაღაცა ბანდამ გზაზე მოძრაობის პარალიზება მოახდინა

„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერები რუსთავი-თბილისის მაგისტრალიდან თბილისში აქციაზე მიემართებიან. მანამდე კი, „ქართული მარშის“ წევრებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

ფაქტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი.

„საქართველოში მოქმედებს კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს გადაადგილების კანონიერი უფლება. ამის შესრულების მოვალეობა აკისრია პოლიციას და თუ ის ამას ვერ ასრულებს, მაშინ ასრულებს ხალხი. თქვენ თვითონ ხედავთ, რაღაცა ბანდამ გზის პარალიზება გააკეთა. ვეტერანები, ტაქსისტები, მაღაროელები გაერთიანდნენ თავისი უფლებების დასაცავად და ჩვენ დავიცავთ თითოეული ქართველის უფლებებს“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

banner
წინა სტატიაში“არჩევნებზე მივდივართ გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით”
შემდეგი სტატია“მოდით რა, ამ კაცს 31-ში საღამოს, მოვთხოვოთ პოლიტიკიდან წასვლა”