დიმიტრი სამხარაძე: ამ ვიდეოს კარგად უყურეთ, მანქურთებო და უცხო ქვეყნის აგენტებო

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მიმავალი მოქალაქეების ვიდეოს აქვეყნებს.

„ამ ვიდეოს კარგად უყურეთ, მანქურთებო და უცხო ქვეყნის აგენტებო. დღეს, იმ პოლიციამ გადაგარჩინათ მართლა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომლებსაც 2 კვირა წვავდით, აგინებდით, ოჯახის წევრებს უწიოკებდით! დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა გადაგარჩინეს, კახა კალაძის თაოსნობით, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებდით! დღეს იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვდით და ბედი თქვენი, სხვა ხელისუფლება რომ არ არის! დღეს საზარბაზნე ხორცებად მიგატოვეს თქვენმა ლიდერებმა! ყველა გაიპარა, როცა პოლიციის კორდონი გაკეთდა და უსაფრთხოდ იგრძენით თავი, მარტო კიკიმორა ზურაბიშვილი შემოგიგორეს!“, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

banner
წინა სტატიაშირასა იუკნევიჩიენე – საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავისუფალი არჩევნების შედეგად იქნა არჩეული
შემდეგი სტატიასამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები, სიკვდილის ბრიგადებს აქციის მონაწილეების ეგონათ და ისინი სასტიკად სცემეს