26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

დიმიტრი საძაგლიშვილი: მოსამართლისთვის კომფორტულია პოლიტიკური ლიდერები ადვოკატების გარეშე გაასამართლოს

ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომათა დარბაზიდან „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი გააძევა და დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ წინა სხდომაზე მოსამართლემ ამავე საქმის კიდევ ერთი ადვოკატი, ბექა ბასილაია გააძევა.

საძაგლიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოა. მისი განმარტებით, იგი პროკურორის შუამდგომლობაზე (კითხვის განრიდებასთან დაკავშირებით) დაცვის მხარის პოზიციის დაფიქსირებას ცდილობდა, თუმცა მოსამართლემ ამის უფლება არ მისცა. ადვოკატი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„მოსამართლის ქცევა დარბაზში არის წარმოუდგენელი. ყველას შენიშვნა აქვს გამოცხადებული და ემუქრება გაძევებით. როგორც ჩანს, მას დისკომფორტს უქმნის დაცვის მხარის პოზიცია და ალბათ, მისთვის კომფორტული იქნება ისე გაასამართლოს და მიუსაჯოს პატიმრობა პოლიტიკურ ლიდერებს, რომ საერთოდ ადვოკატების პოზიციაც არ მოისმინოს“, — განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას ინტერესების დაცვას, ადვოკატის თქმით, სახაზინო (საზოგადოებრივი) ადვოკატის დანიშვნის წინაპირობა არ არსებობს, რადგან საქმეში დაცვის მხარის სხვა ადვოკატებიც არიან ჩართულები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარაშიძე: “ნაცმოძრაობამ” თავმჯდომარედ ვინც არ უნდა აირჩიოს, ზნესა და ფერს არ იცვლის
შემდეგი სტატიაპაატა სალია ხოშტარიაზე: სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ შედის – უბრალოდ საბუთები ვერ მოგვაწოდეს