ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლემ მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს, რა ხდება პროცესზე.
“რეალურად არაერთი გაყალბებული საქმე გვინახავს ამ შენობაში და საქმე, სადაც მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკური მოტივაციით ხდება სხვადასხვა პირების დევნა, მაგრამ ეს საქმე მათგანაც გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ერთი, არანაირი დანაშაულის ნიშნები აქ არ არის და დანაშულად გამოცხადებულია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რეალურად, ეს არის მცდელობა სახელმწიფოს ღალატის უკვე სამართლებრივ სივრცეში გადატანის და მტრულ ძალებად ჩვენი დასავლელი პარტნიორების გამოცხადების. ეს საქმე მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში, მოსამართლემ უარი თქვა სხდომის გახსნაზე, რადგან მათ ინტერესში არ არის საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდება სხდომის დარბაზში”,_ განაცხადა საძაგლიშვილმა.















