5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ნიკო კვარცხელიას მკველობაზე ყველას დეტალს მიაწვდის გამოძიებას

ხვალინდელ გამოკითხვაზე დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ყველას დეტალს მიაწვდის გამოძიებას, არ იქნება არცერთი საკითხი, რომელიც მისი მხრიდან იქნება დამალული, – ამის შესახებ ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა.

“ხვალინდელ გამოკითხვაზე დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ყველას დეტალს მიაწვდის გამოძიებას, არ იქნება არცერთი საკითხი, რომელიც მისი მხრიდან იქნება დამალული. ის ინფორმაცია, რაც მას აქვს, სრულად იქნება გადაცემული გამოძიებისთვის. ნაწილი იქნება სახელებით და გვარებით, რადგან ეხება კონკრეტულ პიროვნებებს და ნაწილი იქნება ისეთი მნიშვნელობის, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვას შეუწყობს ხელს.

არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა საქმეშიც ფიგურირებდნენ, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებით, რამდენიმე თვიანი და წლიანი კონკრეტულ საქმეებზე მოთხოვნის შემდგომ, როგორც იქნა საგამოძიებო ორგანო შედის ქვაჭრელიშვილთან, ამიტომ მათ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით, როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე ამ ასაქმეში ფიგურანტი პიროვნებები მიმართ, რომლებიც შესაძლოა სხვა საქმის ფიგურანტებიც იყვნენ, – განაცხადა მიგინეიშვილმა.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ხვალ, რუსთავის ციხეში, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოიკითხება.

წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსმა, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა, ვინც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა, გამოკითხვა თავად მოითხოვა.

ქვაჭრელიშვილმა მზაობა გამოთქვა, რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ პროკურატურის გამომძიებელს, ადვოკატის თანდასწრებით, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და დაეხმაროს ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სრული სიმართლის დადგენაში.

შეგახსენებთ, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით იხდიან სასჯელს.

პოლიციის ყოფილი უფროსი ირწმუნება, რომ მისი საქმე პოლიტიკურია და 15-წლიან პატიმრობას ოთარ ფარცხალაძეს უკავშირებს.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამტკიცებს, რომ ისჯება იმის გამო, რომ ფარცხალაძის შვილს მამის დასანქცირებიდან მეორე დღეს საეჭვო იარაღის გადაფორმებაზე უარი უთხრა.

წყარო: ტვ პირველი

banner
წინა სტატიაშირუსეთმა, პროპაგანდისტისა და რუსი სამხედროს, პაველ პორსევის გარდაცვალება დაადსტურა
შემდეგი სტატიაჟურნალისტმა გურამ როგავამ TV ფორმულა დატოვა