დიმიტრი ქუმსიშვილმა და არჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო DAR CAPITAL დაათვალიერეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო DAR CAPITAL დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმოს, რომლის საწყისი კაპიტალი 2000 ლარს შეადგენდა, დღეისათვის 21000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გააჩნია, სადაც დაახლოებით 18000.00 კვ.მ-ზე საწარმოო დანიშნულების ობიექტებია განთავსებული. დღეისთვის კომპანიაში ახალი თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით აწყობილი 30-მდე საწარმოო ხაზი მუშაობს.

ამასთან, კომპანია, სადაც სტაბილურადაა დასაქმებული ადგილობრივი მუშახელი, ორიენტირებულია მაღალ-ტექნოლოგიურ განვითარებაზე. საწარმოში განხორციელებულია დაახლოებით ათი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია; DAR CAPITAL სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალებს აწარმოებს.

კომპანია აქტიურადაა ჩართული პროექტში ,,აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ახალი საქმის დასაწყებად საკუთრებაში გადაეცა 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. კომპანია ასევე ქვეყნის შიდა ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. მას გააჩნია საკუთარი, თანამედროვე სასაწყობე ფართი თავისი აღჭურვილობით, მსუბუქი და სატვირთო ტრანსპორტი, რითაც შეუფერხებლად ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას. ნედლეულის შეძენა ხდება როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე უცხოეთში. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 140-მდე თანამშრომელი. საწარმოში დასაქმებულთა ხელფასი თვეში საშუალოდ 600.00 ლარს შეადგენს. აღნიშნული საწარმო ახლო მომავალში აპირებს ახალი ინვესტიციების განხორციელებას, უზრუნველყოფს გარკვეული სახის საქონლის იმპორტის ჩანაცვლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

banner
წინა სტატიაშიპაპუა-ახალ გვინეაში პოლიციამ სტუდენტური დემონსტრაცია დაცხრილა
შემდეგი სტატია“ვიხილეთ რუსთავი 2-ის პროცესი, სადაც დადასტურდა, რომ სასამართლო სისტემა ჩამოშლილია”