დიმიტრი ქუმსიშვილის შვილს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა. როგორც შსს-ში განაცხადეს, ის ადმინისტრაციული წესით, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან „ღვინის ქარხანა გალერიაში“ მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიგუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ
შემდეგი სტატიატრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი დაადასტურა