დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, თბილისის მერიამ ბევრი რეფორმა განახორციელა

თბილისის მერია ძალიან ბევრს მუშაობს და ბევრი რეფორმაა, რომელიც განახორციელა და რომელსაც ახორციელებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთწლიანი საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის მერიას წარმატებები უსურვა.
“მერია ძალიან ბევრს მუშაობს და ბევრი რეფორმაა, რომელიც განახორციელა და რომელსაც ახორციელებს. მინდა წარმატება ვუსურვო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ვუსურვო, რომ ისინი იყვნენ ძალიან წარმატებულები ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ინტერესები მუდმივად სტრატეგიული პარტნიორის ყურადღების ქვეშ იყოს
შემდეგი სტატიასოსო ჯაჭვლიანი: არ შეიძლება ყველამ ის თქვას, რაც ენაზე მოადგება