დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაზრდილია

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაზრდილია, რაც დადებითი მაჩვენებელია ქვეყნის ეკონომიკაში.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ წელს ინფლაცია იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე ხელფასის მატება.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ხელფასების ნაწილი. თქვენ იცით, რომ ხელფასებთან მიმართებაში ჩვენთან ყოველთვის არის საუბარი ინფლაცის მაჩვენებელსა და ხელფასს შორის, რომ რამდენად მსყიდველუნარიანია ხელფასი, რომელიც ჩვენ მოგეცით, იმასთან მიმართებით, რაც იყო შარშან. მინდა მოგახსენოთ, რომ ინფლაციის ნაწილში ჩვენ გაცილებით ნაკლები გვაქვს ინფლაცია, ვიდრე იყო ხელფასის მატება. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, პრაქტიკულად 2,7%-ით არის უმუშევრობა შემცირებული. მინდა აღვნიშნო, რომ სტატისტიკის მეთოდოლოგია არის იგივე. ჩვენ ხანდახან გვეუბნებიან ჩვენი ოპონენტები, რომ აი, თქვენ მეთოდოლოგია შეცვალეთ. არაფერი არ შეგვიცვლია. ზუსტად იგივე მეთოდოლოგიაა, რაც მუშაობდა. აქედან გამომდინარე, ციფრები არის რეალური. გაზრდილია ასევე საშუალო ხელფასი, რაც დადებითის მაჩვენებელია ეკონომიკაში“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატია„სამთო მიმართულება არის და იქნება ჩვენი მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი“