დიმიტრი ქუმსიშვილი: უცხოური ვალუტა იყიდეთ და გაყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ერთჯერადი მოვლენაა და თავის კალაპოტში ჩადგება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით ბაზარს თვალს ადევნებს.

„მინდა, ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით ჩვეულებრივ მოსახლეობას, ჩემნაირ ადამიანებს, ვისაც არ აქვს სპეციალური ცოდნები უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით, ძალიან გთხოვთ, იყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ და გაყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ. არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სამწუხაროდ, მოსახლეობა ყოველთვის აკეთებს პირიქით – ყველაზე მაღალ კურსზე, როგორც წესი, ყიდულობს და ყველაზე დაბალ კურსზე ყიდის. მოვლენა, რომელიც ახლა გვაქვს ერთჯერადია და ჩადგება თავის კალაპორტში”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეთრიწყაროში “პატრიოტთა ალიანსის” წევრები საკრებულოს მაღალჩინოსნებმა სცემეს
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას დედა ვიდეოს გასაჯაროვებას ითხოვს