დიმიტრი ქუმსიშვილი : თურქეთში სიმშვიდე ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია

ეკონომიკის მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ, სიმშვიდე აუცილებელია.

ქუმსიშვილის თქმით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და თურქეთს შორის მილიარდ დოლარს აღწევს. შესაბამისად, თურქეთის ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

“ჩვენთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან იყოს მშვიდობა. თურქეთი არის ჩვენი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა აღწევს მილიარდ ნახევარ დოლარს.

შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ხვალ გვექნება თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები. ეკონომიკის მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ სიმშვიდე აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმავე ინტენსივობით გაგრძელდება, რაც აქამდე იყო.

banner
წინა სტატიაშიერევანში, მძევლად აყვანილი პოლიციელებიდან ერთ-ერთი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი დასაქმების კუთხით პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს