საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თურქეთის მსუბუქი მრეწველობის 12 უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სამრეწველო ინდუსტრია საქართველოში სწრაფად ვითარდება და დიდი საექსპორტო პოტენციალიც აქვს.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოდან ბოლო პერიოდში 100 მილიონ დოლარზე მეტი მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია გავიდა.