დიმიტრი ქუმსიშვილი: ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საშუალებას მისცემს მეცნიერებს იმუშაონ და კვლევები აწარმოონ

ტექნოლოგიური ინსტიტუტი იქნება ის, რომელიც საშუალებას მისცემს მათემათიკოსებს, ქიმიკოსებს, ფიზიკოსებს მეცნიერებს უნივერსიტეტში იმუშაონ და საკუთარი კვლევები აწარმოონ” ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიღომში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“დღეს ჩვენ სწორად დაგეგმილი პროცესი გვაქვს. თქვენ ვერ გააკეთებთ ტექნოლოგიურ ინსტიტუტს თუ თქვენ არ გაქვთ სწორი ინსტრუმენტები და დღეს ჩვენ ვიმყოფებით ტერიტორიაზე, სადაც პირველი ამაჩქარებელი აშენდება. ეს იქნება კონკრეტულად ის ინსტრუმენტი, რომელიც შემდგომ საშუალებას მისცემს მათემათიკოსებს, ქიმიკოსებს, ფიზიკოსებს რეალური კვლევები ჩაატარონ. მეცნიერებს ექნებათ საშუალება უნივერსიტეტში იმუშაონ, საკუთარი კვლევები აწარმოონ. ამ ინსტიტუტის გარეშე რეალურად შეუძლებელია ტექნოლოგიური ინსტიტუტი წარმატებული იყოს, ვინაიდან ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ შენობები, მას უნდა ქონდეს შესაბამისი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები და შესაბამისი ინსტრუმენტები”,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობაში – “დიღმის ჭალები” აშენდება.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა 11 შეკვრა ჰეროინი ამოიღეს