დიმიტრი ქუმსიშვილი: საუკუნის პროექტი იწყება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულება მოიწონა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება 9 ფაზისგან შედგება და საბოლოო ჯამში, ის 100 მილიონ ტონაზე გადის.

“უახლოეს დღეებში, გვექნება ძალიან დიდი პრეზენტაცია, სადაც ძალიან დეტალურად გაგაცნობთ ხელშეკრულებას. დღეს, მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო – იწყება საუკუნის პროექტი. ეს არის პროექტი, რომელმაც როგორც პრემიერმა ბრძანა, მთლიანად უნდა შეცვალოს გეოპოლიტიკა, მთლიანად უნდა შეცვალოს ლანდშაფტი რეგიონში და უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი გავაათმაგოთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი უნგრეთის ციხის გენერალურ დირექტორს ანდრას ჩშოტის შეხვდა
შემდეგი სტატიაკადიროვი ჩეჩნებს ევროპელი ბომჟების ბედისგან დაიცავს