დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ–ს ეწვია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვა გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმის პანელში, რომელიც სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფორუმზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტად დასახელდა. აღნიშნულ პანელში ასევე მონაწილეობას მიიღებს აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრუს ენდრიუსი, რომელთანაც საქართველოს ვიცე–პრემიერი შეხვედრას გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ათასწლეულის გამოწვევის (MCC), აშშ–ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC), აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID), სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნეს–გაერთიანებებში. დიმიტრი ქუმსიშვილი აგრეთვე გამართავს შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში.
გარდა ამისა, საქართველოს ვიცე–პრემიერი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც Heritage Foundation–ის ორგანიზებით ჩატარდება. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე დაესწრება დისკუსიას, რომელიც მოეწყობა ამერიკა–საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით და ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიმაკედონიამ მიგრანტებს საზღვარი სრულიად დაუკეტა
შემდეგი სტატია“მატრიცის” შემქმნელი ძმები ვაჩოვსკები დები გახდნენ