დიმიტრი ქუმსიშვილი: საბანკო სექტორი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი არგუმენტაცია აქვს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მთავრობის ფისკალურ პოლიტიკასა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საბანკო სექტორი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტების პროცესში, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი არგუმენტაცია აქვს. შესაბამისად, მათ უნდა გააგრძელონ შემდგომში ეკონომიკის დაკრედიტება.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს სამთავრო რეფორმებისადმი და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ასევე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან როგორც საბანკო, ისე ეკონომიკის სხვა სექტორების წარმომადგენლებთან გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: არასდროს მჯეროდა, რომ ფოტოგრაფები დამნაშავეები იყვნენ
შემდეგი სტატიაირაკლი გედენიძე: იყო მუქარა ჩემ შვილებზეც, მეუბნებოდნენ, დავფიქრებულიყავი, რომ მათ რამე პრობლემა არ შექმნოდათ