დიმიტრი ქუმსიშვილი „რუსთავის აზოტსა“ და EBRD-ს შორის შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად „რუსთავის აზოტსა“ და EBRD-ს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა. მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება „რუსთავის აზოტისთვის“ 155 000 000 აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც ამიაკის ხაზის წარმოების რეაბილიტაციას და მოდერნიზაციას მოხმარდება.
„კომპანია „რუსთავის აზოტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კომპანია, რომელსაც ექსპორტზე გააქვს ჩვენი საექსპორტო კალათის მნიშვნელოვანი წილი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ თავისი საექსპორტო პოტენციალი გაზარდოს, შეამციროს ის ენერგოდანახარჯები, რომელიც მას გააჩნია და ახალ ტექნოლოგიებზე გადავიდეს. პროცესში ჩართულია საპარტნიორო ფონდიც, რომლის ძირითადი ამოცანაა სწორედ ხელი შეუწყოს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ექსპორტის პოტენციალისა და ასევე სამუშაო ადგილების გაზრდის შესაძლებობას მოგვცემს“ – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირანი საქართველოში გაზის ექსპორტს რამდენიმე დღეში დაიწყებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : შავი ზღვის სანაპიროზე ამიაკის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენება იგეგმება