დიმიტრი ქუმსიშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„ჩემთვის ძნელია ამ დილით შეფასების გაკეთება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე. პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია ორი საკითხი – რომ პლატფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჟენევაში, იყოს მაქსიმალურად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. რომ მოხდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რომელი პრობლემებიც გვაქვს.

და მნიშვნელოვანია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს დროში დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. შედეგებზე ცოტა მოგვიანებით ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გუშინ უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ასეთი თამაშების დასაწყებად უკიდურესად არასახარბიელო დროა
შემდეგი სტატიადაშავებული ქართველი სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება