დიმიტრი ქუმსიშვილი: რომელ თანამდებობაზე ვიქნები მთავრობაში, ამას პრემიერი განსაზღვრავს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

ძალიან დიდი ვარაუდით მთავრობაში ვიქნები, თუმცა რომელ თანამდებობაზე, ამას პრემიერი განსაზღვრავს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე,დაიკავებს თუ არა ფინანსთა მინისტრის თანამდებობას, ქუმისშვილმა უპასუხა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.

რაც შეეხება შეხვედრას, დიმიტრი ქუმისშვილის თქმით, პარტიაში საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს, კერძოდ, მთავრობისა და პარლამენტის კოორდინირებულ საქმიანობას.

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრაულ ოფისში სამუშაო შეხვდრა უკვე დამთავრდა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიგუშინ მოსკოვში 900 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან ახალი მოწვევის პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს