დიმიტრი ქუმსიშვილი: როცა მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე ვსაუბრობთ, ამოსავალი წერტილი მოქალაქეების უსაფრთხოებაა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის მთავარი მოტივი მოქალაქეთა უსაფრთხოებაა.

მინისტრის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს.

„პირველ რიგში ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქე და ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, როდესაც ვსაუბრობთ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, ჩვენ პირველი სტიმული, რაც გვაქვს გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და უსაფრთხო გადაადგილება, ეს არის ამოსავალი წერტილი და ამოსავალი წერტილი არის ის ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. დღეის მდგომარეობით, ჩვენ რასაც ვხედავთ საავტომობილო ბაზარზე, ფასები ძალიან შემცირებულია, არის ხელმისაწვდომი ავტომობილები და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. აღნიშნული ინიციატივა, შს მინისტრის წარდგინებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. ინიციატივის თანახმად დადგინდება კონკრეტული თარიღი, რის შემდეგაც საქართველოშიო მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, აკრძალვა არ შეეხებათ საქართველოში უკვე არსებულ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნინო გვენეტაძეს ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას სთხოვენ
შემდეგი სტატიააბანოთუბანში მდებარე მეჩეთი გაძარცვეს