დიმიტრი ქუმსიშვილი : რეფორმების მთავარ მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობა წარმოადგენს

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მთავრობაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, რეფორმები მოიცავს შემდეგ საკითხებს: კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმას, საჯარო კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას, გადახდისუუნარობის კანონმდებლობის მიღებას, დაზღვევისა და მიწის რეფორმას, სივრცით დაგეგმარებასა და დეპოზიტების დაზღვევის სქემის ამოქმედებას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგებას, მთავარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ლარიზაციის პროექტს, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ზოგადად, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმას, წიაღის მართვას, პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ინკლუზიურ მმართველობას.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის და ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს ხვდებიან.

banner
წინა სტატიაში„მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა“ – დავით სერგეენკო
შემდეგი სტატიაძალადობისა და ბულინგის დასამარცხებლად, მოზარდებთან უწყვეტი დიალოგია აუცილებელი- ჩხენკელი