დიმიტრი ქუმსიშვილი: ორშაბათს გაირკვევა, ვიქნები თუ არა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი, კითხვაზე, იქნება თუ არა ის ახალი მინიტრთა კაბინეტის წევრი, პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი 28 დეკემბერს გახდება ცნობილი.

„მოვითმინოთ ორშაბათამდე ორი დღეა დარჩენილი, ბევრი არაა და ყველაფერი გაიკვევა. წინასწარ, ამ საკითხზე კომენტარს, არ გავაკეთებ“, – განაცახდა ქუმსიშვილმა.

შესაძლო საკადრო ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტის წევრები არ გამორიცხავენ. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანიდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა რამდენიმე ცვლილება მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ოპოზიციის განცხადება დეზინფორმაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად
შემდეგი სტატიასაკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე დავით ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ