დიმიტრი ქუმსიშვილი: მთელი ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში აუცილებლად გამყარდება ლარი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

ეკონომიკის მინისტრი ლარის გამყარებას პროგნოზირებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა 17 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდასა და Check in Georgia-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა. უწყების ხელმძღვანელი ტურისტების მნიშვნელოვან ნაკადს ელოდება, რაც მისი განმარტებით, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას გამოიწვევს.

„ეროვნული ბანკი ძალიან ფრთხილად ეკიდება ლარის კურსის გამყარებას, რომ არ მოხდეს ზედმეტი რყევები ბაზარზე და ტრენდის მიხედვით ამყარებს ლარს, მთელი ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომის განმავლობაში აუცილებლად გამყარდება ლარი და ამის ყველა წინაპირობა გვაქვს როგორც ფუნდამენტში, ასევე განწყობების ნაწილში,“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვასაც აპროტესტებს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება შეძლებისდაგვარად შემჭიდროებულ ვადაში იქნება მიღებული