დიმიტრი ქუმსიშვილი მთავარ პროკურატურას ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სთხოვს

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში ქუმსიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ შეიტანა.

გაბუნიას განცხადებით, გავრცელებულ ჩანაწერებში ლევან ყიფიანი ახსენებს ქუმსიშვილის გვარს და ამბობს, თითქოს მასთან შეთანხმებით სთავაზობდა “ომეგა ჯგუფს” კონკრეტულ გარიგებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ქუმსიშვილი მსგავს ფაქტს ემიჯნება და აცხადებს, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა.

“საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება, რითაც ის ითხოვს ლევან ყიფიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. საქმე ეხება გახმაურებულ აუდიოჩანაწერებს. კონკრეტულად, ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში (თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია) ყიფიანი ახსენებს დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს და გვარს, თითქოს მასთან შეთანხმებით „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს სთხოვს კონკრეტულ გარიგებას. ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას და ეს არის ამ ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი.

საქართველოს მთავარი პროკურატურისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ყიფიანის მიმართ. დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის ხვალვე გამოცხადდეს პროკურატურაში, მისცეს ჩვენება. დიმიტრი ქუმსიშვილი მსგავს ფაქტს ემიჯნება, ასეთი ფაქტი არ მომხდარა”,- განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაში,,თვალავაძე ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება, მისი გადაადგილება გამორიცხულია”
შემდეგი სტატიასაქართველო და ტაილანდი უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობაზე მსჯელობენ