დიმიტრი ქუმსიშვილი : მსოფლიო ბანკიდან გამოთხოვილია ყველა ის ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც მოხდა ინდექსის გაუარესება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

მსოფლიო ბანკიდან გამოთხოვილია ყველა ის ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც მოხდა ინდექსის გაუარესება, შესაბამისად დაიგეგმება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ინდექსის გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის არის მაღალი რეპუტაციის მქონე მეგობარი მსოფლიო ორგანიზაცია.

„მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდექსი, სამწუხაროდ ჩვენ არ ვაქცევდით ამ ინდექსს ყურადღებას და არ გვქონდა კომუნიკაცია ექსპერტებთან. ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ინდექსი ყალიბდება, მსოფლიო ბანკი არის მაღალი რეპუტაციის მქონე ჩვენი მეგობარი მსოფლიო ორგანიზაცია. ჩვენ ძალიან გავაქტიურდით ამ მიმართულებით. ამ წუთში გამოთხოვილია ყველა ის ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც მოხდა ინდექსის გაუარესება, შესაბამისად დაიგეგმება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ინდექსის გაუმჯობესების და აუცილებლად მივაღწევთ ამ შედეგს”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ნაწილია.

„აუცილებლად დეტალურად იქნება ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული და დასახული იქნება კონკრეტული ნაბიჯები როგორ გავაუმჯობესოთ მომავალ წლებში ეს მიმართულება”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მსოფლიო ბანკმა ლოჯისტიკის ინდექსის მიხედვით მსფოლიო ქვეყნების 2016 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში საქართველო 160 ქვეყანას შორის 130-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ბანკი აღნიშნულ კვლევას ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველომ ლოჯისტიკის ინდექსის მიხედვით 14 საფეხურით უკან გადაინაცვლა. 2 წლის წინ ქვეყანა 116-ე ადგილს იკავებდა, 2012 წელს კი 77-ე ადგილზე იყო, 2010 წელს კი საქართველო რეიტინგში 93-ე იყო. ლოჯისტიკის ინდექსის შედგენისას გათვალსიწინებულია შემდეგ კრიტერიუმები – საბაჟოების მუშაობა, საერთაშორისო გადაზიდვების მოუცლობა, ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკური კომპეტენცია

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტები” YANDEX TAXI-სთვის ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : მომავალ წელს, მზად ვიქნებით, დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა