დიმიტრი ქუმსიშვილი: მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა

ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ქვეყანაში მნიშვნლეოვნად გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური ინდიკატორები.

“მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა. ამით გაგრძელდა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური ინდიკატორები. აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი შეიტანა შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებამ, კერძოდ ინვესტიციების ზრდამ, რაც განაპირობა ფისკალურმა სტიმულებმა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებამ, რაც მოლოდინების სტაბილიზაციის შედეგად მოხდა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის აპრილში, მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: – სამშენებლო მასალების წარმეობაში – 25%, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 20%, მშენებლობაში 15%, საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოებაში 10%.

რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, აპრილის თქვეში მან 3,2% შეადგინა, რაც დადებითი ტენდენციაა.

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ასევე, კარგია 12%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი, თუმცა მეთოდოლოგიაზე შეიძლება, დავა.

„მინდა შევეხო სავალუტო კურსს, მოგეხსენებათ, რომ მარტის თვიდან 15%-ით არის გამყარებული. ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები. სავაჭრო ბალანსს თუ ვნახავთ და შევადარებთ, იგივე ოთხ თვესთან, ვნახავთ, რომ სადღაც ორასი მილიონით ნაკლები ზეწოლა მოვიდა ეროვნულ ვალუტაზე. ჩვენი სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 1 426 000 რაც ორასი მილიონით ნაკლებია წინა წლის დეფიციტზე, რაც აისახა კიდეც ეროვნული ვალუტის კურსზე. 92 მილიონი დოლარი გვაქვს დამატებითი შემოსავლები, ტურიზმიდან. საბოლოოდ ყველა ეს მაჩვენებელი დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: არანაირი მექანიზმი სასამართლოზე ზემოქმედებისა და ზეწოლის არ არსებობს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ნიკა გვარამია პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სახალხო დამცველს მიმართავს