დიმიტრი ქუმსიშვილი : ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, ხელოვნური ჩარევა არ ხდება

ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, შესაბამისად, კურსს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს,- ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კითხვას, ტურისტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რატომ არ მყარდება ლარის კურსი.

„ლარის კურსი დგება მოთხოვნა და მიწოდებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოთხოვნა-მიწოდება ადგენს ლარის კურსს. ხელოვნური ჩარევა არ ხდება“,-განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, შვიდ თვეში ტურისტების რიცხვმა შეადგინა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი, რაც დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ივლისის თვეში საქართველოს ეწვია 764 022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26 124-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

banner
წინა სტატიაში95 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა
შემდეგი სტატია2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.9% -ია