დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველაფერი გაკეთდა, რომ ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიში პოზიტიური იყოს

საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიში პოზიტიური იყოს , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლოდინები დადებითია.
“ყველამ ვიცით, რომ 15 დეკემბერს ველოდებით ევროკომისიისგან საბოლოო დასკვნას ტექნიკურ მისიაზე. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი არის გაკეთებული იმისთვის, რომ აღნიშნული დასკვნა იყოს პოზიტიური და იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დასკვნა პოზიტიური იქნება, ამის შემდეგ უკვე პროცედურულად ეს დასკვნა გადაეგზავნება ევროპარლამენტს, სადაც დაიწყება უკვე მსჯელობა და აღნიშნულის რატიფიცირება. შემდეგ უკვე ყველაფერი ევროპარლამენტზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიში 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაშიfacebook პროფილების გატეხვისთვის და ჯგუფებში უნებართვოდ დამატებისთვის შსს-მ 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტთან დაკავშირებით წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დასრულდება