დიმიტრი ქუმსიშვილი: კერძო სექტორმა 2016 წლის მეორე კვარტალში 32 500 ათასი ადამიანით მეტი დაასაქმა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სახელით ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, კერძო სექტორმა 2016 წლის მეორე კვარტალში 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 32 500 ადამიანით მეტი დაასაქმა, რაც 5,7 პროცენტიანი ზრდაა.

„დღეის მდგომარეობით, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, კერძო სექტორში ჩვენ გვყავს 601 ათასი ადამიანი დასაქმებული, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ზრდა ჩვენ გვქონდა მცირე საწარმოებში 12, 8 პროცენტიანი ზრდა ეს არი 16823 ადამიანი. ეს არი შედარება 2015 წლისა და 2016 წლის მეორე კვარტლებს შორის და 148 374 ადამიანი არის დასაქმებული მცირე საწარმოებში. ზრდა გვქონდა მსხვილ საწარმობში 7,3 პროცენტიანი ზრდა ეს არის 24 896 ადამიანი და მსხვილ საწარმოებში დღეს არი დასაქმებული 365861 ადამიანი, ხოლო საშუალო საწარმოებში დასაქმებულია 86000 ადამიანი. მთლიან დასაქმებულებში ლიდერობს ვაჭრობა. აქ არის 25,5 პროცენტი, რომელსაც მოყვება მრეწველობა 18, 7 პროცენტით, ჯანდაცვა 10,3 პროპცენტით“,- აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საშუალო თვიურმა ხელფასმა, რაც არის ბიზნეს სექტორში, 978 ლარი შეადგინა, რაც 14, 8 პროცენტიანი ზრდაა.

„2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2016 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი 6.9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა მცირე საწარმოებში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,. მინდა ბიზნესს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო“’- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიძველი თბილისის რვა ქუჩა საფეხმავლო ზონად გამოცხადდება
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: საარჩევნო გარემო უკეთესია, ვიდრე ეს 2012 წლამდე იყო