დიმიტრი ქუმსიშვილი: ირაკლი შოთაძეს აქვს სრული კომპეტენცია და ცოდნა ვინ დაკითხოს და ვინ – არა

ირაკლი შოთაძეს აქვს სრული კომპეტენცია და ცოდნა ვინ დაკითხოს და ვინ – არა, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ კითხვის საპასუხის განაცხადა, რომლის თანახმადაც, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ვიცე პრემირის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის დაკითხვის აუცილებლობას ვერ ხედავს.

,,ირაკლი შოთაძეს აქვს სრული კომპეტენცია და ცოდნა, ვინ დაკითხოს და ვინ- არა, ამიტომ მე მის კომპეტენციაში არ შევალ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დროს დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, თენგიზ გუნავა, აკაკი მინაშვილი და გიგა ბოკერია. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებსაც. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, სოფელ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა კახა კალაძემ აიღოს.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საუდის არაბეთში საქართველოს დროშის ფერებში „Kingdom Tower“-ი განათდა
შემდეგი სტატიაიან კელი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა და მთავრობა კორცხელის ინციდენტს დიდ ყურადღებას მიაქცევენ